ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმა შესაძლოა, რუსეთის მიერ იყოს ორგანიზებული

გერმანიის ბუნდესტაგზე განხორცილებული კიბერთავდასხმა შესაძლოა, რუსეთის მიერ იყოს ორგანიზებული. გერმანიის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში ნათაქვამია, რომ გამორიცხული არ არის, ამ თავდასხმის უკან სწორედ რომ მოსკოვი იდგეს. მათივე ცნობით, ის შეეცდება, რომ შემდეგი კიბერთავდასხმა ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უწყებებზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სამსახურებზე, ეკონომიკაზე და მეცნიერებაზე განახორციელოს, რის გამოც ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სფეროში ახლა განსაკუთრებული მობილიზაციაა გამოცხადებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმა გასული წლის მაისში განხორციელდა. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახური, რომელიც ქვეყნის ჯარის, საზღვაო და საჰაერო ძალების პარალელურად იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები