ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, ორდღიანი გადაუდებელი წვიმებისა და მეხის დაცემის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 60-მდე ადამიანი დაიღუპა.
“ბანგლადეშის პირველი ინტერნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას ფერმერები წარმოადგენენ. ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ბანგლადეშის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არ აქვთ ღრუბლების გასაფანტი მოწყობილობა. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, წყალდიდობებისა და მეხის დაცემის შედეგად 300 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები