ვენესუელაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ვენესუელაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. “როიტერის” ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნებიდან და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით ახსნა.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ნიკოლას მადუროს პოლიტიკური საქმიანობის შესხებ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, კერძოდ კი, ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ვენესუელის ამჟამინდელ პრეზიდენტს, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომ კიდევ მოუნდებოდა კენჭისყრა. აღსანიშნავია, რომ მადუროს ქვეყნის შიგნითაც ებრძვიან. ოპოზიციური პარტიები პერმანენტულად მართავენ აქციებს მისი გადაყენების მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები