ლენინგრადის ოლქში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ლენინგრადის ოლქში კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა მართვის სადავეები დაკარგა, რის გამოც ვერტმფრენი პირდაპირ ტბაში ჩავარდა. ეკიპაჟის ბორტზე სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანი გარდაცვლილია, თუმცა მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 6-ადგილიანი კერძო თვითმფრინავი ლესოვოს დასახლებასთან ახლოს მდებარე ტურისტული ბაზიდან აფრინდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, თუმცა მყვინთავები გვამების პოვნას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები