კობა დავითაშვილი: ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე

პოლიტიკური ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტის წვერმა კობა დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებაში, რომელსაც პარლამენტის სესიამ კენჭი დღეს უყარა.
„პოლიტიკურ პროცესში აღარ ვმონაწილეობ, ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე”, – განაცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, პარლამენტში მისი დასმული საკითხი ბევრია, თუმცა დღის წესრიგში არცერთი არ დგას.
“აღარც ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესში. ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე. ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო. ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არცერთი არ არის. მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები