ლავროვი ბელორუსიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15-16 მაისს, ბელორუსიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის, ბელორუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.
მედიაში გავრცლებული ინფორმაციით, მხარეებმა შესაძლოა, ბელორუსიის რუსეთთან მიმართებაში არსებული დავალიანების საკითხიც განიხილონ. კერძოდ, კი ბელორუსიის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ „გაზპრომის“ წინაშე არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ. რაც შეეხება კომპანია „გაზპრომს“, მისი ხელმძღვანელის განცხადებით, ბელორუსიას, 2015 წლის იანვრის შემდგომ, 4 თვის განმავლობაში 125 მილიონ დოლარზე მეტი მართებს. სხვა დეტალები დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები