ბანგლადეშში უცნობმა ადამიანმა მონაზონი წამებით მოკლა

ბანგლადეშში უცნობმა ადამიანმა მონაზონი წამებით მოკლა. შემთხვევა ბანგლადეშის ცენტრში, ერთ-ერთ სამლოცველოში მოხდა. “როიტერის” ინფორმაციით, 75 წლის მონაზონი სამლოცველოში წლების მანძილზე მარტო ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია, უცნობია დამნაშავის ვინაობაც.
აღსანიშნავია, რომ ბანგლადეშის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს, თუმცა უკვე არსებობს მოსაზრება, რომ მომხდარი სწორედ მათი დაჯგუფების წევრის, ან წევრების მიერ არის ჩადენილი. ამ დრომდე პასუხისმგებლობა მომხდარზე არც მათ აუღიათ. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები