ბელორუსია რუსეთს ბუნებრივი აირის საფასურს ისევ არ უხდის

ბელორუსია რუსეთს ბუნებრივი აირის საფასურს ისევ არ უხდის. ბელორუსიის ენერგეტიკის მინისტრის ვლადიმერ პოტუპჩიკის განცხადებით, ბელორუსიას “გაზპრომის” წინაშე არანაირი დავალიანება არ აქვს, რის გამოც, ის არ არის ვალდებული, რომ რაიმე სახის დავალიანება გადაიხადოს. რაც შეეხება გაზპრომს, მისმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბელორუსიის დავალიანებამ, 2015 წლის პირველი იანვრიდან, მხოლოდ ოთხ თვეში 125 მილიონ დოლარს გადააჭარბა. პოტუპჩიკის განცხადებით, ამ ტექნიკურ საკითხს ის სასამართლოში ბოლომდე მიჰყვება და თავის სიმართლესაც დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები