რუსეთი ახალ, ყველაზე კონკურენტულ იარაღს ქმნის

რუსეთი ახალ, ყველაზე კონკურენტულ იარაღს ქმნის, -ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გუშინ მიაწოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მზად არის ის საჭირო ინსტრუმენტები, რომლებიც ამ იარაღს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულს გახდის. უფრო მეტიც, იარაღის ნაწილი უკვე შექმნილია და მათ შესაბამისი გამოცდაც წარმატებით გაიარეს. როგოზინი აცხადებს, რომ ახალი იარაღი, მისი მონაცემებით, რუსეთის ყველა შესაძლო მოწინააღმდეგის იარაღს გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები