აშშ-ში Pfizer-ის პრეპარატს სიკვდილით დასჯისთვის ვეღარ გამოიყენებენ

 

 აშშ-ში Pfizer-ის პრეპარატს სიკვდილით დასჯისთვის ვეღარ გამოიყენებენ. მიზეზი ის არის, რომ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ს აღარ სურს, რომ მისი ამავე სახელწოდების პრეპარატები სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილით დასჯისთვის გამოიყენონ. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მათი მედიკამენტების მიზანი, დაავადებული პაციენტების გადარჩენა და არა მათი გარდაცვალების გამოწვევაა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს რამდენიმე შტატში სიკვდილით დასჯის კანონი ჯერ კიდევ მოქმედებს. ასეთ შტატებში კი სწორედ ამ პრეპარატს იყენებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ამერიკულმა კომპანიამ, არამედ 20-ზე მეტმა ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები