აშშ რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების მომხრეა

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების მომხრეა. სანქციების გახანგრძლივებას მხარს დაუჭერენ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერები. ამის შესახებ მათ ამერიკის პრეზიდენტთან – ბარაკ ობამასთან შეხვედრისას განაცხადეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, სანქციები მხოლოდ მაშინ მოიხსნება, როდესაც მინსკის შეთანხმება შესრულდება. თავდაპირველად კი სანქციების გატარების მიზეზი უკრაინაში, კერძოდ კი, ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის აწ უკვე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში საომარი ქმედებების გატარება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები