ერაყის კაფეში 20-მდე უდანაშაულო ადამიანი ჩაცხრილეს

 ერაყის ქალაქ ბალადში მდებარე კაფეში 20-მდე უდანაშაულო ადამიანი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. მათი რაოდენობა შესაძლოა, 30-ს აღწევდეს. აღნიშნული შემთხვევა აფეთქებას არ მოჰყოლია. უცნობმა პირებმა, რომლებიც კაფეს მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ხალხმრავლობა შენიშნეს და მოულოდნელად გახსნეს ცეცხლი. მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში კი აფეთქება ქ. ბალადში მდებარე ცენტრალურ ბაზართანაც მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” უკვე აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები