ლარი გამყარებას განაგრძობს

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 14 მაისს 2.2068 ლარი იქნება. 13 მაისს ოფიციალური კურსი 2.2126 იყო. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 14 მაისს ერთი ევროს შეძენა 2.5038 ლარად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები