ლევან ბერძენიშვილი: ნაწყენი არ ვარ, თუმცა, მანანა კობახიძეს ბრიჯიტ ბარდო ჯობია

ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე – კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო სჯობს, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, მიუხადავად იმისა, რომ მანანა კობახიძე „ცუდი“ქალი არ არის, თანამდებობისთვის შეუფერებელია.
”ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე და ის ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა? ვინაიდან მანანა კობახიძეს არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მის ადგილზე არ არის. ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანია და თავაზიანია, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს? – კითხვები მეც მაქვს. ის თანამდებობას არ შეეფერება. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. ვიცე-სპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას – მეჭიაური თუ ბერძენიშვილი? – ვინაიდან, დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღვანელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა და თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევდა. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე – კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო სჯობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები