ვიტოლდ ვაშიკოვსკი: ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.
პოლონელი დიპლომატის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთით საკმარისად ძლიერი ძალები უნდა განათავსოს, რათა ეფექტურად შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგე.
“ნატოს წარმომადგენლობა უნდა იყოს შესამჩნევი და ალიანსის ტერიტორიის დაცვის ახალი თვისებებით უნდა ხასიათდებობდეს. კონკრეტულ ციფრებზე გადაწყვეტილება პოლონეთში, ნატოს სამიტზე იქნება მიღებული, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაოდენობა უნდა იყოს დამაჯერებელი, რომელიც შეძლებს, აჩვენოს ნატოს განზრახვა და ის, რომ ალიანსი მზად არის, სერიოზულად დაიცვას თავი და შეაკავოს მოწინააღმდეგე“, – განაცხადა მინისტრმა ესტონურ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია.
“რუსეთის საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, ბალტიის ზღვის რეგიონში, სერიოზულად უნდა დავახასიათოთ. მიგვაჩნია, რომ ვარშავაში, ნატოს სამიტზე გადაიდგმება პირველი ნაბიჯები, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პასუხი იქნება ევროპის უსაფრთხოების საკლებად სტაბილურ სიტუაციაზე“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჩრდიოლოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში, 8-9 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები