თომას დე ვაალი: გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიისწრაფვის

მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ სურს საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაგდება – ამის შესახებ კარნეგის ცეტრის ხელმძღვანელმა, თომას დე ვაალმა Chatom House – ში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის შეფასებისას, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისადმი ინტერესი დიდია და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის,
„საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისადმი ინტერესი დიდია. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ სურს საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაგდება“,- განაცხადა თომას დე ვაალმა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია. დე ვაალმა ისიც აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ კითხვებს პრემიერმა საინტერესო პასუხი გასცა.
„ვიმედოვნებ, რომ „რუსთავი 2“-ში არაფერი არაფერი შეიცვლება. პრემიერ-მინისტრმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის მიისწრაფის საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ”, – განაცხადა დე ვაალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები