ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი შესაძლოა, პაატა ბურჭულაძის პარტიას შეუერთდეს
ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი შესაძლოა, პაატა ბურჭულაძის პარტიას შეუერთდეს.
„კვირასთან“ საუბარში მერაბ მეტრეველი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ გადასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ შეთავაზება უკვე მიღებული აქვს და მომავალი პარტიული საქმიანობის შესახებ საგანგებო განცხადების გაკეთებას ორშაბათისთვის გეგმავს.
შეგახსენებთ, გუშინ, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ იგი აპირებს ახლო მომავალში საკუთარი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად დაარეგისტრიროს და მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს არის დანიშნული.