ლექსო თამაზაშვილი: სიაში ვარ თუ არა, ჯერ არ ვიცი
„სიაში ვარ თუ არა, ჯერ არ ვიცი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლექსო თამაზაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა.
„სიაში ვარ თუ არა, ჯერ არ ვიცი. ჯერ არავინ არ იცის, ვინ არის და ვინ არ არის. რაც შეეხება ყრილობას, მიწვეული ვარ. მე დედოფლისწყაროს რაიონში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და, რა ვიცი, ეს კითხვა რატომ გაჩნდა, ვერ ვხვდები. სიასთან დაკავშირებით ფართო მასშტაბების კონსულტაციები არ დაწყებულა“,- განაცხადა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში ხვალ „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება.