საქართველო-საუდის არაბეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებას ითვალსიწინებს.
ქართული მხრიდან შეთანხმებას ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო მეორე მხრიდან, საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა მესაად იბრაჰიმალ-სულაიმმა მოაწერეს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, დღეს გაფორმებული შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ასევე წინაპირობაა იმისა, რომ გაგრძელდეს სხვა უფრო დეტალურ შეთანხმებებზე მუშაობა, როგორიც არის ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება.
„ჩვენ ვხედავთ შესაძლებობებს, რომ ამ ძალიან კარგ პოლიტიკურ ურთიერთობებს ასევე მოჰყვეს ეკონომიკური შედეგები. შეთანხმება, რომელიც გაფორმდა არის ჩარჩო შეთანხმება და გულისხმობს ურთიერთობის განვითარებას ყველა – სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო, საგანმანათლებლო, ტურისტულ და კულტურულ სფეროში. ეს შეთანხება ასევე იძლევა შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომიტეტი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ, იზრდება ვიზიტორების რაოდენობა, წელს 90%-ით არის გაზრდილი მათი რაოდენობა, ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირი ფრენების შესაძლობებზე. არის ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხითაც“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის თქმით, ასევე მინიდინარეობს მუშაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ.
„საუბარია, რომ გაიხსნას საელჩო საქართველოში, რასაც რა თქმა უნდა, მივესალმებით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები