პრემიერ-მინისტრი: ჩვენ მივაღწიეთ შესანიშნავ შედეგებს ევროპაში კრიმინალთან ბრძოლაში

„ჩვენ მივაღწიეთ შესანიშნავ შედეგებს ევროპაში კრიმინალთან ბრძოლაში“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Sky news-სთან გადაცემაში – Ian King Live სტუმრობისას განმარტა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
„სულ ახლახან ჩვენ დავნიშნეთ პოლიციის ატაშე ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან. ახლახან ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ევროპულ ქვეყნებს. გარწმუნებთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს კრიმინალთან ბრძოლაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებს თავის გამოცდილებასაც უზიარებს.
„ზოგიერთი მთავრობა ითხოვს რჩევებს. მაგალითად, იუსტიციის სახლი, რომელიც ემსახურება ფიზიკურ პირებს და მალე იურიდიულ პირებსაც მოემსახურება, არის გამორჩეული კონცეფცია. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ნების და მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში, ბევრის მიღწევა არის შესაძლებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები