პრემიერ-მინისტრი: საქართველო გარდაიქმნა კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოდ

„საქართველო გარდაიქმნა სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან მსოფლიოში კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოდ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Sky news-ის ეთერში, გადაცემაში – Ian King Live სტუმრობისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში გამართულ ანტიკორუფციულ სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტი დროული იყო.
„ამ სამიტის ცატარება ძალიან დროული იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც წამოიწყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა. როგორც მან ზუსტად აღნიშნა, არის სამი ძირითადი ასპექტი: გამჭვირვალობა, აღსრულება და ცვლილებები კულტურაში, რომლებსაც ასაზრდოებს ტექნოლოგიები და პოლიტიკური ნება.
სწორედ ეს ამოძრავებს ანტიკორუფციულ მექანიზმს. მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სიამაყით ვაცხადებ, რომ ბოლო წლებში საქართველომ ბევრს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, რისთვისაც ჩვენ დავნერგეთ რიგი ინოვაციები, მაგალითად, ჩვენ ვაფართოებთ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომუშავე მომსახურებას ფიზიკური პირებისთვის, რათა მან მოიცვას იურიდიული პირებიც.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების კატეგორიაში საქართველო პირველ ადგილზეა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა Sky news-სთან გადაცემაში – Ian King Live სტუმრობისას განმარტა, მსოფლიო სამართლის პროექტის თანახმად, ამ მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, ასევე მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ადგილზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გლობალური კორუფციის ბარომეტრის გამოკითხვის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 4 პროცენტზე ნაკლები აცხადებს, რომ ოდესმე მიუცია ქრთამი, რაც კორუფციის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ასე რომ, ერთ შენობაში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ჩვენ გავუწევთ ყველა სახის მომსახურებას როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. გარდა ამისა, ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული შესყიდვების სისტემა, რომელიც გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას. ასევე დავნერგეთ ელექტრონული ბიუჯეტირების სისტემა. კორუფციასთან ბრძოლას ემსახურება ჩვენ მიერ მიღებული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა. ამ ნაბიჯების ერთიანობა კი ცვლის შესაბამის კულტურას ჩვენს ქვეყანაში და გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო გარდაიქმნა სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან მსოფლიოში კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოდ. სულ ახლახან წამოყენებული ერთ-ერთი ინიციატივა გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული დეკლარაციების მუდმივ მონიტორინგს, როცა საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, უჩივლოს საჯარო მოხელეს, ან მის ნათესავებს, თუკი მის დეკლარაციაში აღმოჩნდა რაიმე დარღვევა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები