ზურაბ აბაშიძე სააკაშვილს მოუწოდებს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
“სააკაშვილი და მისი გუნდი თავის თავს ყოველთვის კანონზე მაღლა აყენებდნენ. დღესაც იგივეს აგრძელებენ. ეს არის რეალობა. მე მინდა ვუთხრა მათ: ის პერიოდი, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, დამთავრდა, ბატონებო, და დღეს არის კანონის უზენაესობისა და ქვეყნის განვითარების პერიოდი. ასე, რომ კეთილი ინებონ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, სასამართლოსთან და ყველაფერი გადაწყდება მართლმსაჯულების პირობებში”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს.