თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას” ტოვებს – ამის მიზეზად დეპუტატმა მისი და ხელისუფლებას შორის განსხვავებული მოსაზრებები დაასახელა.
როგორც მეჭიაურმა „მარშალპრესთან” საუბარში აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორია.
„ჯერ კონსულტაციები უნდა გავიარო პრემიერთან და ყოფილ პრემიერთან – ბიძინა ივანიშვილთან. ყველაფერი უნდა მოხდეს ცივილიზებული გზით. მიმაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორია. ნატოში გაწევრიანება არარეალურია. ერთი მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, პარალელურად კი, დავალგოთ ურთიერთობები რუსეთთან მოლაპარაკებების გზით, ვეცადოთ, მივაღწიოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას. მათი პოზიცია არის არარეალისტური. არანაირი შანსი ჩვენ არ გაგვაჩნია ნატოში გაწევრიანების“, – აცხადებს თამაზ მეჭიაური „მარშალპრესთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „თავისი ჭკუის“ ხალხს მოძებნის და მათთან ითანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები