„თუ ვიქნები „ქართული ოცნების” ახალი ლიდერი, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ეჭვები საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე“

თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იქნება თუ არა დეპუტატი თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.
„ახალი სახეების წარდგენა გვექნება უახლოეს მომავალში. შემიძლია, გითხრათ, ახალი სახეების გუნდი მთლიანად პარტიის ლიდერების მხრიდან შეირჩევა. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. გასაუბრებათა მთელი სერია იყო და ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობა იქნა შერჩეული. რა თქმა უნდა, თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები