ზვიად კვაჭანტირაძე: პაატა ბურჭულაძე ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისგან პოლიტიკოსი ვერ შედგება.
მისივე თქმით, ბურჭულაძეს, როგორც მომღერალს, დიდ პატივს სცემს, თუმცა  პოლიტიკაში მის მოსვლასთან დაკავშირებით ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი.
”პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მომღერალს, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ. მას ჰქონდა მცდელობა, ჩვენ დაგვდგომოდა მხარში და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამ თანადგომას, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ დავაკმაყოფილეთ ის პირობები, რომელიც მას სჭირდებოდა „ქართული ოცნებისგან”. ის განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, მგონია მისი საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახა-რუხია. მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან აზრი ვერ გამოვიტანე, უბრალოდ ეს იყო ლამაზი სიტყვების რახა-რუხი, მაპატიოს ბატონმა პაატამ. ის არ არის პოლიტიკოსი და ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს,” – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები