აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.
„დღეს პარლამენტს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი ლევან მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის. არ მაქვს იმედი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა, მურუსიძის მართვის სტილი სასამართლოში შეცვალოს.
ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, თუ დამატებით არ იქნება გამწესებული სამი მოსამართლე, ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყენებთ უზენაეს სასამართლოს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრებად წარდგენილ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის, ნონა თოდუას არჩევის საკითხს განიხილავს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები