თამაზ მეჭიაური: ბურჭულაძე უფრო ”ნაციონალების“ სატელიტს ჰგავს

„წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია – მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას.
მეჭიაურის შეფასებით, ბურჭულაძის ეს გადაწყვეტილება იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ იგი პოლიტიკაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ბანობას“ აპირებს. მეჭიაურის თქმით, ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, თუმცა ბურჭულაძე უფრო ”ნაციონალების“ სატელიტს ჰგავს.
”ყველას აქვს უფლება, იყოს პოლიტიკაში, მათ შორის ბატონ პაატას, თუმცა მიმაჩნია, რომ ის მაინც ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. ნაწილობრივ ხელისუფლების მომხრეების ხმებსაც მიიღებს, რადგან ბევრს უჭირს იმის გარკვევა, თუ ვის თამაშს თამაშობს. წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია – მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს,” – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები