პარლამენტში ბესელია – თაქთაქიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შემსწავლელ ანგარიშს განიხილავდნენ.
უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე, სასამართლო სისტემა კრიზისში შევიდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადების შემდეგ ბესელიამ მას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
ამასთან, ბესელიამ მანდატურებს მოუწოდა, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი დარბაზიდან გაეყვანათ.
საბოლოოდ კომიტეტის სხდომა ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები