პაატა ბურჭულაძის მრჩეველი – ამ დრომდე არ გვაქვს საბოლოდ გადაწყვეტილი, მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას

ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძის ფონდი მონაწილეობას არჩევენებში, – განცხადება ამასთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა აგიტ მირზოევმა დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ფონდის წევრებს ჯერ არ მიუღიათ.
„გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ფონდში ინტენსიურად განიხილება ეს საკითხი, მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან უკვე დაიწყო დისკუსია და დიალოგი ფონდის წევრებთან, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს საბოლო გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას და განვიცდით თუ არა გარდაქმნას. ამ ეტაპზე, ამის თქმა რთულია“, – განაცხადა მირზოევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები