ლევან ბერძენიშვილი – პასუხი გაეცა კონგრესმენ რასელის არც ისე კარგად მომზადებულ გამოსვლას

საქართველოს პარლამენტის წევრი, “რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი კონგრესმენ ტედ პოს კონგრესში გამოსვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა საქართველოსთვის.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატის – ამერიკის დადებითი შეფასება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
“ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული ნებისმიერი განცხადება არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია და, რა თქმა უნდა, როცა საქართველოზე ლაპარაკობს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოსაწონია ეს ჩვენთვის, თუ არა. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი გაეცა კონგრესმენ რასელის არც ისე კარგად მომზადებულ გამოსვლას. აქ ძალიან ღრმად და საფუძვლიანად არის გარკვეული კონგრესმენი. ის მოუწოდებს აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისკენ. ეს არის ახალი, კარგი ტენდენცია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
ამასთან, ტედ პომ, რომელიც საქართველოსთან მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები