ირაკლი აბესაძე – დავით ნარმანიას საკრებულოში მოსვლა უკვე ძალიან დაგვიანებულია

თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის მერის დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა, სადაც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული საკითხები უნდა განხილულიყო, უკვე ძალიან დაგვიანებულია. როგორც მან დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, საკრებულოს სხდომას ისინი მხოლოდ იმ მიზნით დაესწრებიან, რომ დასვან ის შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს და ამით მას დაანახვონ ნარმანიას რეალური სახე.
„დავით ნარმანიას საკრებულოში მოსვლა ძალიან დაგვიანებულია.
დამაკმაყოფილებელ პასუხს მისგან აღარ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, სხდომას მაინც დავესწრებით, რადგან დავსვით ის შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობთ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ჩვენ გვყავს არა ის მერი, რომელიც ემსახურება თბილისს და თბილისელების ინტერესებს, არამედ ის, ვინც ეცდება, რომ ყველანაირად გააამართლოს ივანიშვილის ეს ახირება და წარმოაჩინოს ეს პროექტი, ისე, როგორც საერთო სარგებლობის სიკეთე“,-განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები