დაკავებულ მალხაზ ფარტენაძეს 70 000 ლარი ბანკის ვალი აქვს

    ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, „ლიბერთი ბანკიდან” სესხის სახით 70 000 ლარი აქვს აღებული – ამის შესახებ ინფორმაცია მალხაზ ფარტენაძეს ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული. საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მან ამ ეტაპზე 70 ათასი ლარიდან მხოლოდ 9 000 ლარი გადაიხადა.
აქვე ირკვევა, რომ მალხაზ ფარტენაძის მეუღლეს რუსუდან სარჯველაძეს, რომელიც აჭარის ავტომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში საქმისმწარმოებლად მუშაობს, „თი-ბი-სი“ ბანკიდან 7000 ლარი სესხის სახით აქვს გამოტანილი. საკრებულოს თავმჯდომარის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა „bmw x 5 ixp 005 2002 w“. მალხაზ ფარტენაძეს ხელვაჩაურის რაიონში რამდენიმე აგარაკი და მიწის ნაკვეთი აქვს, ხოლო მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული საცხოვრებელი სახლი ბათუმში. 100 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი აბუსერიძის ქუჩაზე, N-41- შია რეგისტრირებული.    საკრებულოს თავმჯდომარეს სამი შვილი ჰყავს. მალხაზ ფარტენაძემ ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2010 წელს შეავსო. შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე 50 ათასი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მას 11- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

10149190_725880147434481_830941370_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები