პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს დაბადების დღე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელ პილოტს, ნადეჟდა სავჩენკოს დაბადების დღეს მიულოცა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. სავჩენკო ამჟამად რუსეთის ციხეში სასჯელს იხდის.
„ვულოცავ ჩვენს ნადეჟდას დაბადების დღეს – ის არის აგრესორის დამარცხების რწმენის სიმბოლო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მას ეს პირადად, მშობლიურ მიწაზე მივულოცო“, – დაწერა პოროშენკომ ტვიტერში.
ცნობისთვის, რუსეთის სასამართლომ 22 მარტს ნადეჟდა სავჩენკოს 22- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები