თურქეთში აფეთქებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. სააგენტო DHA-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქურთთა მუშათა პარტიის წევრებმა დაამონტაჟეს.
აფეთქება საავტომობილო გზაზე, იპეკიოლუს რაიონში მოხდა. ამჟამად რაიონში „ბოევიკების“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გასული წლის აპრილიდან, ამობოხებულ ქურთებთან კონფლიქტის განახლების შემდეგ აღმოსავლეთ თურქეთში 400 სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა. ანკარა 5 ათასამდე ქურთი „ბოევიკის“ განადგუირების შესახებ იუწყება. ქურთების „დემოკრატიული პარტიის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციების დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები