იტალიაში ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ორი ავღანელი დააკავა, რომლებიც რომსა და ლონდონში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დაკავებულები 23 წლის ჰაკიმ ნასრი და 29 წლის გულისტან აჰმაძაი არიან. ერთი მაგთანი ქალაქ ბარიში ცხოვრობს, ხოლო მეორო – ლტოლვილების ცენტრში.
ორივე დაკავებული ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არის ეჭვმიტანილი.
დაკავებულთა მობილურ ტელეფონებში ბარის, რომისა და ლონდონის სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და სხვადასხვა რაიონის ფოტოები იყო აღმოჩენილი.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ფოტოები ამ ქალაქებში თავდასხმების მომზადებას ადასტურებს. იტალიის პოლიცია იუწყება, რომ გამოძიება გრძელდება და სხვა პირთა დაკავებაც არის მოსალოდნელი.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იტალიის ხეისუფლებამ ხუთი პირის დაკავების ორდერი გასცა. მათგან სამი იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები