ფილიპინებში გამართულ არჩევნებში როდრიგო დუტერტე ლიდერობს

ფილიპინების ქალაქ დავაოს ყოფილმა მერმა, დანაშაულთან ბრძოლის საკითხში ხისტი კურსის მომხრე როდრიგო დუტერტემ ფილიპინებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ დუტერტემ ხმების 39% მიიღო, მას მანუელ როკსასი მოჰყვება, რომელმაც ხმების 23% მოიპოვა. არჩევნებში გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით დადგინდება. ფილიპინების კონსტიტუციით, პრეზიდენტი ერთხელ 6 წლით ირჩევა და თანამდებობის დაკავება მხოლოდ ერთი ვადით შეუძლია. ამჟამად ფილიპინების მოქმედ პრეზიდენტს ბენიგნო აკინოს უფლებამოსილება ეწურება. აკინომ რამდენჯერმა განაცხადა, რომ დუტერტეს არჩევის შემთხვევაში ქვეყანა დიქტატურას დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები