მიუნხენის სიახლოვეს თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა

ერთ-ერთი პირი, რომელიც მიუნხენის სიახლოვეს თავდასხმის შედეგად დაიჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავდასხმა მიუნხენის მახლობლად ქალაქ გრაფინგის სარკინიგზო სადგურში დღეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და მან ოთხი პირი დანით დაჭრა. თავდამსხმელი გერმანიის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები