პენტაგონი – რუსეთი კოსმოსიდან გვემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის და ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიები აშშ-ის უსაფრთხოებას ემუქრება. ამის შესახებ აშშ-ის სტრატეგიული მეთურობის სარდალმა ადმირალმა სესილ ჰეინიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამ განცხადების მიხედვით, რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები ტექნოლოგიებს ქმნიან, რომელიც ამერიკული სამხედრო თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანის საშუალებას მისცემს. ჰეინის თქმით, დღეს ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია კოსმოსზეა დამოკიდებული.
“გვსურს ჩვენ თუ არა, მომავალი კონლიქტი შეიძლება კოსმოსიდან დაიწყოს“, – აცხადებს ჰეინი. მისი შეშფოთება ჩინეთის გეგმებმა გამოიწვია, რომლის რაკეტამ შორეულ ორბიტას მიაღწია. იქ კი აშშ-ის მთავარი სამხედრო თანამგზავრებია განლაგებული, რაც, ამერიკელი ადმირალის თქმით, „ყველაზე ძვირი დანადგარებია, რაც კი კოსმოსში არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები