მიუნხენის მახლობლად მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა

მიუნხენის მახლობლად თავდამსხმელმა დანით ოთხი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამჟამად პოლიცია ამოწმებს ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი ყვიროდა „ალაჰ აკბარ!“. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის გერმანიის მოქალაქეა. ოთხი დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები