კიევის ინფორმაციით, დონბასში მდგომარეობა გამწვავდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ვითარება მნიშვნელოვნად გამწვავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ცნობით, პრორუსმა სეპარატისტემა „სიჩუმის რეჟიმი“ დაპირისპირების მთელ ხაზზე დაარღვიეს. მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიამრთულებით ცეცხლი 15-ჯერ გახსნეს. გვიან ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ავდეევკის მახლობლად მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა ყუმბარმტყორცნებიდან, საზენიტო დანადგარებიდან და მსუბუქი შეიარაღებიდან. მარიუპოლის მიმართულებით კი „ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები