ონლაინსესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება

ონლაინსესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილია, მთავრობა ონლაინსესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.
„პროექტის მიხედვით, რასაც ვიხილავთ, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ფინანანსური საკითხების ცოდნა იმდაგვარი არ არის, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, „მთავრობის ამოცანაა, ეს ყველაფერი ისე დარეგულირდეს, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები