საფრანგეთი ახალგაზრდებისთვის ანტირადიკალურ ცენტრებს შექმნის
საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის ყოველ რეგიონში რეაბილიტაციის ანტირადიკალური ცენტრების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა.
უცხოური მედიის მონაცემებით, ცენტრები ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლომდე შევლენ. როგორც გაირკვა, ცენტრები იმ ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარებიან, რომლებიც ჯიჰადისტებთან არიან კავშირში, ან მათ რიგებში გაწევრიანებას გეგმავენ. ეს – საფრანგეთის ხელისუფლების ტერორიზმთან და რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლის განახლებული და შეცვლილი გეგმაა. ახალი გეგმისთვის დამატებით 40 მილიონი ევროა გამოყოფილი.