სანდრო ბრეგაძე გიორგი ვაშაძეზე: ამ მანქურთმაც კი დაინახა „ნაცმოძრაობაში“ ჩაბუდებული სიბინძურე

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე დიასპორის საკითხებში სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ალიასთან“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძის წასვლას აფასებს. ბრეგაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე იმ სისტემის შემოქმედია, რომელიც სააკაშვილმა და ადეიშვილმა შექმნეს. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვაშაძე „ნაცმოძრაობაში“ იქნება თუ სხვაგან.
„ეს პროცესები იყო გარდაუვალი… მაგალითად, „ნაცმოძრაობა“ ის დაჯგუფებაა, სადაც ადამიანები არიან გარკვეული სარგებლის სანახავად. ასევე, სარგებლის სანახავად იყო მისული გიორგი ვაშაძეც, რომელიც გახლავთ 1930-იანი წლების ტიპური კომკავშირელი. ის ყოველთვის ადამიანების დაბეზღებით იყო დაკავებული და ამაში იღებდა გარკვეულ გასამრჯელოს. ეს ადამიანი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც შექმნეს სააკაშვილმა და ადეიშვილმა. ის ყოველთვის მოქმედებდა პავლიკ მოროზოვის პრინციპით, შინაურებსაც აბეზღებდა და გარეულებსაც. ვაშაძე გახლავთ ზურაბ ადეიშვილის კლანის წევრი, სადაც ასევე, ფიგურირებს ყოფილი პროკურორი ზოდელევა. ვაშაძე და მისნაირები „ნაცმოძრაობაში“ იქნებიან თუ სხვაგან, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, აქ საყურადღებოა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ მანქურთმაც კი დაინახა „ნაცმოძრაობაში“ ჩაბუდებული სიბინძურე და გადაწყვიტა სხვა ფლანგზე გადანაცვლება“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები