“სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა“

    სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ტოქშოუ “პოზიციაში” განაცხადა.
სუბარი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მომავალში არა მოწმის, არამედ ბრალდებულის სტატუსით დაიკითხოს.
კონკრეტულად კი, სუბარი არ გამორიცხავს, რომ თუ საკმარისი ახსნა-განმარტება არ იქნება, ოჯახის წევრებისთვის სიმბოლურ ფასად ქონების მიყიდვის საქმე ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარსადგენად საკმარისი იყოს.
“მუშაობს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო სამართალი. ის, რაც დღეს მიიჩნევა წარმოუდგენლად, 2-3 წელიწადში ან გაცილებით ადრე, 2-3 თვეში შეიძლება გახდეს გაცილებით ადვილი, თუნდაც იმით, რა მასალები დაიდება თითოეულ ამ საქმეზე. ამ წუთში ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ მასთან, როგორც მოწმესთან, არსებობს კითხვები, თუმცა, ხვალ და ზეგ, თუნდაც იმაზე, რატომ მიჰყიდა თავისი ოჯახის წევრებს თითქმის უფასოდ სახელმწიფო ქონება – ამაზე კითხვები შეიძლება გადაიზარდოს სხვა რამეში, ის, როგორც მოწმე კი არა, სხვა ფორმით დაიკითხოს”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები