“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე საპატრულო პოლიციის მანქანა დაზიანდა

სამართალდამცავებმა „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირი დააკავეს, მათ შორის არის თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ექვსივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
ამასთანავე, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აქციაზე საპატრულო პოლიციის მანქანა დაზიანდა. სხვისი ქონების ან ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ პროექტ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 6 პირის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე შესვლა მოინდომეს, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები