“კარგი იქნება, რომ ზურა იყოს არა მოკლული, არამედ გაგუდული“
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ვერსიაში, რომელიც თავდაპირველად დაიდო ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე, ბევრი შეუსაბამობა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “პოზიცია” განაცხადა.
მისი თქმით, ჟვანიას საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია როგორც მისი ოჯახისთვის, ისე სრულიად საზოგადოებისთვის.
“იმ ვერსიაში, რომელიც გახდა ცნობილი, იყო შეუსაბამობები. ამიტომ საზოგადოება უნდობლად მოეპყრო ამ ფაქტს. გამოძიება მნიშვნელოვანია როგორც მისი ოჯახისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. მე გამოძიების ნიუანსები არ ვიცი, მაგრამ ყველას გვახსოვს ის დეტალები, რომელიც მაშინ იყო. საუბარია არა რაიმე ვერსიაზე, არამედ შეუსაბამობებზე. გვახსოვს მონაცემები ტელეფონის ანძებზე, ის, რომ გაზი გამორთული იყო, რომ ძაძამია ვერ შეძვრა იმ ფანჯარაში, ფანჯარა დახურული იყო და ა.შ. შეიძლება მკრეხელობად ჩამითვალოთ, მაგრამ კარგი იქნება, ზურა იყოს არა მოკლული, არამედ გაგუდული, რადგან ჟვანიას მკვლელობა ნიშნავს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც ეს ცოდვა საკუთარ თავზე აიღეს. ძალიან ბევრი დეტალი იმ ვერსიის წესრიგში არ ჯდება “, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.