“ არასასიამოვნო იყო სააკაშვილის აგდებული პასუხი პროკურატურის თხოვნაზე“

     ჩემთვის უსიამოვნო იყო სააკაშვილის პროკურატურისთვის უარის თქმის მოსმენა, ეს განსაკუთებით ,,სკაიპით” დაკითხვაზე უარის თქმას ეხება -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2“-ის გადაცემაში “პოზიცია“ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სააკაშვილის მიერ პროკურატურისთვის დაკითხვაზე უარის თქმა ღიად შეურაცხყოფს როგორ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე თავად სააკაშვილის პიროვნებას.

“მე დეტალებში არ შევალ, რაზეა წარმოშობილი კითხვები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ამის კომპეტენცია არ მაქვს, რადგან არც პროკურატურის თანამშრომელი ვარ და არც იურისტი. არის საკითხები, რომლებიც პირდაპირ ეხება ქართულ სახელმწიფოებრიობას და ამასთან მიმართებაში ჩემთვის უსიამოვნო იყო სააკაშვილის პროკურატურისთვის უარის თქმის მოსმენა, ეს განსაკუთებით “სკაიპით“ დაკითხვაზე უარის თქმა ეხება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი ორი საპრეზიდენტო ვადით იყო, ამ უარით ღიად შეურაცხყობს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ეს მისი შეუარცხყოფაც არის. იმ ფაქტმა, რომ დაკითხვა არის ,,სკაიპით,” და არა სააკაშვილის ჩამოსვლის ფორმით -მოხსნა მისი დაკავების საშიშროებების შესახებ კითხვის ნიშნები. ახლა საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე, რომელიც ყველა მოქალაქის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ვალდებულებაა.  ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო, როდესაც ასე აგდებულად უპასუხა სააკაშვილმა პროკურატურის ამ თხოვნას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები