მთავრობა ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

მთავრობა ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, სადაც მსჯელობა ონლაინ-სესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებას შეეხო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვენლობით ჩატარდა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციების, ტურიზმის პოზიტიური დინამიკისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების საკითხები განიხილეს.
აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები