მთავრობა ონლაინსესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

მთავრობა ონლაინსესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, სადაც მსჯელობა ონლაინსესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებას შეეხო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვენლობით ჩატარდა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციების, ტურიზმის პოზიტიური დინამიკისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების საკითხები განიხილეს. აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები