ნოდარ ხადური: 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება

„2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ამ თვალსაზრისით, იანვარი შედარებით სუსტი იყო. ”თებერვალსა და მარტში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო. მარტში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3.4%-იანი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა”, – განმარტა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები